სსიპ ახმეტის N1 საჯარო სკოლის VIIა და VIIბ კლასებში ირიცხებიან
სსსმ სანდრო კეღოშვილი /პ.ნ12350000550/ და ნიკოლოზ კიკლიაშვილი/პ.ნ08950000307/.
2016-2017 წწ მათი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ძირითადი
მიზანი იყო:
-გარემო საგნებზე დაკვირვება,მათ შორის კავშირის განსაზღვრა
და ნამუშევარში ასახვა;
-ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება,ადაპტაცია,აქტიურობა.
მასწავლებლისა და ხელოვნების პედაგოგის დიდი ძალისხმევით
მიზანს მივაღწიეთ;
ორივე მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ხელოვნებისა
და მუსიკის მასწავლებლის მიერ განხორციელებულ პროექტ-გაკვეთილებში,სადაც ისინი აქტიურად
ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში და პრეზენტაციაც დამაკმაყოფილებლად წარადგინეს. ნ. კიკლიაშვილმა
წაიკითხა ტექსტი ბეთჰოვენის შესახებ „მტვარის სონეტის“ ფონზე,კარგად დაიცვა რიგითობა
და პროექტის ერთიანი ნაწილი გახდა,გარდა ამისა,დასკვნით ღონისძიებებში ასევე აქტიურად
იმუშავა ჯგუფთან ერთად და შესანიშნავად მოირგო პატრულის როლი.
საუკეტესო მხრივ წარმოაჩინა თავი სანდრო კეღოშვილმა,რომელმაც
აქტიურად ითანამშრომლა ჯგუფში თანატოლებთან,წარადგინა რენესანსის პერიოდის ძეგლის პრეზენტაცია,ტექსტი
ისწავლა ზეპირად და გადმოსცა შეუცდომლად.ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო დასკვნით,სინთეზურ
გაკვეთილზეც,გამოავლინა ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გეგმით გათვალისწინებული
მიზანი სრულად იყო მიღწეული.ორივე სსს მოსწავლემ სრული აქტივობა და მზაობა გამოავლინა,თანატოლებთან
კომუნიკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურ-ჟესტიკულაციური.

Comments
Post a Comment